top of page
  • Writer's pictureLAZIERI LAZIERI

ზედაპირების მნიშვნელობა სამზარეულოს ავეჯში

სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია ნებისმიერ სახლში. ამ სივრცეში ჩვენ ყოველდღიურად საათობით დროს ვატარებთ საკუთარი თავისა თუ საყვარელი ადამიანებისთვის კერძის მოსამზადებლად. შესაბამისად, სამზარეულოს დაგეგმარებისას მნიშვნელოვანია, ბევრი ვიფიქროთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენთვის კომფორტული სივრცის შესაქმნელად.

სამზარეულო სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი სამზარეულოს ზედაპირია, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს მის ფუნქციურობასა და ესთეტიკაში. ასევე ზედაპირზე ხდება პროდუქტების დამუშავება სხვადასხვა ჭურჭელში განაწილება და საბოლოო შედეგის მიღება.

საკვების დამზადება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კულინარიული პროცესი - ეს არის ტილო მხატვრული გამოხატვისთვის, არომატების, ფერების და ტექსტურების სიმფონია, რომლებიც ერთად ქმნიან შეგრძნებების დღესასწაულს.

საკვების მომზადების მეთოდი და სივრცე, რა ტიპის ზედაპირზეც მზადდება პროდუქტები გავლენას ახდენს მის ნუტრიციულ ღირებულებაზე, ამიტომ ძალზედ საყურადღებოა ზედაპირის სწორი შერჩევა.

გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სამზარეულოს ზედაპირის არჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ:

1. გამძლეობა:


სამზარეულოს ზედაპირები ექვემდებარება სხვადასხვა ტიპის ზეწოლას, მათ შორის ჭრას, დაფქვას და ცხელ ტაფებსა თუი სხვა ჭურჭლებს. ამიტომ, ისინი უნდა იყვნენ გამძლე და მდგრადი ნაკაწრების, ლაქების და სითბოს მიმართ. სწორი მასალის არჩევა უზრუნველყოფს ზედაპირების ხანგრძლივობას და მათი პირვანდელი სახის შენარჩუნებას.



(ზედაპირსა და ფართუკზე გამოყენებული მასალა - სინთეზური ქვა Neolith calacatta)

2. ჰიგიენა და სანიტარული პირობები:

ალბათ გქონიათ სიტუაცია, როდესაც საჭირო დრო გეძინათ, მაგრამ მაინც გამოუძინებელმა და დაღლილმა გაიღვიძეთ. ხშირ შემთხვევაში მიზეზი ბაქტერიებია რომელსაც ძილის წინ ეხებით, ძილის დროს ორგანიზმი ამ ბაქტერიებთან ბრძოლაში ენერგიას ხარჯავს, ამიტომ გაღვიძების შემდეგ იმის მაგივრად რომ დასვენებულმა გაიღვიძოთ თავს მაინც ენერგია გამოცლილად და სუსტად გრძნობთ. ბაქტერიები ყველგან გროვდება განსაკუთრებით კი სამზარეულოს ზედაპირზე, აქ მათ ხანგრძლივ არსებობას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, როგორც სამზარეულოში არსებული გარემოპირობები: სისველე, საკვების არსებობა და სხვა, ასევე სამზარეულოს ფოროვანი ზედაპირები, ამიტომ სამზარეულოს ზედაპირების სისუფთავე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სათანადო ჰიგიენის შესანარჩუნებლად და მავნე ბაქტერიებისა და საკვებით გამოწვეული დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ხელოვნური და სინთეზური ქვებისგან წარმოებული არაფოროვანი ზედაპირები, ბევრად აადვილებს ჰიგიენის დაცვის პროცესებს.


(ზედაპირზე გამოყენებული მასალა - მყარი ზედაპირის მასალა Corian aurora)

3. ესთეტიკა:


სამზარეულოს ზედაპირები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამზარეულოს საერთო ვიზუალურ მიმზიდველობას. კარგად შემუშავებულ და მიმზიდველ ზედაპირებს შეუძლიათ გააუმჯობესონ საერთო ატმოსფერო და გახადონ სამზარეულო უფრო მიმზიდველი სივრცე.


სამზარეულოს ზედაპირები არა მხოლოდ აუცილებელია პრაქტიკულად საკვების მომზადებისთვის, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამზარეულოს მთლიან ესთეტიკაში, ჰიგიენაში, გამძლეობასა და საერთო ღირებულებაში. სწორი მასალების არჩევა და მათი სათანადო შენარჩუნება უზრუნველყოფს თქვენი სამზარეულოს ფუნქციონირებას, მიმზიდველობას და უსაფრთხოებას წლების განმავლობაში.


(ზედაპირსა და ფართუკზე გამოყენებული მასალა - სინთეზური ქვა neolith calatorao)


(ზედაპირზე გამოყენებული მასალა - მყარი ზედაპირის მასალა corian glacier white)

„ლაზიერი“ გთავაზობთ ზედაპირების მრავალფეროვან არჩევანს მყარი ზედაპირის მასალა Corian -ისა და სინთეზური ქვა Neolith-ის გამოყენებით.


საინტერესო ისაა, რომ ამ მასალების გამოყენებისას ლაზიერი მომწოდებლების მხრიდან 10 წლიანი გარანტიით სარგებლობს, რასაც ჩვენს მომხმარებლებს სიხარულით ვუზიარებთ.

31 views

© 2013 - 2024 შპს ლაზიერი

bottom of page